ემანუელ მაკრონი - ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ იწვის ჩვენი ნაწილი
loader

Breaking news

ემანუელ მაკრონი - ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ იწვის ჩვენი ნაწილი

  • ემანუელ მაკრონი - ძალიან მძიმეა იმის ყურება როგორ იწვის ჩვენი ნაწილი

პარიზი: საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მიემგზავრებიან, სადაც ამ დროისთვის ხანძარია.

ემანუელ მაკრონი მომხდარის მწუხარებას გამოთქვამს.

"ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლშია. ეს ძალიან ემოციურია მთელი ერისთვის. როგორც ყველა ჩვენი თანამემამულისთვის, ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ იწვის ჩვენი ნაწილი", - წერს მაკრონი ტვიტერში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს უკვე გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მთელი ევროპის ღვთისმშობელია. დღეს ყველა პარიზის გვერდით ვართ", – წერს დონალდ ტუსკი.

"საშინელებაა პარიზში ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში მასიური ცეცხლის ყურება. იქნებ, მფრინავი წყლის ავზები იქნას გამოყენებული მის ჩასაქრობად. საჭიროა სწრაფად მოქმედება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

პარიზის ღვითისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტრავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე