ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა
loader

Breaking news

ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა

  • ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა

თბილისი: ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა. მის შესახებ პარიზის მერის მოადგილემ განაცხადა.

მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია. ხანძარს ასობით შეკრებული ადამიანი აკვირდება. პოლიცია შეკრებილებს მოუწოდებს, ტერიტორია დატოვონ.

ადგილზე სამაშველო სამსახურების დამატებითი ძალების მისვლა არ წყდება.

ჯერერობით უცნობია, რა გახდა ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი შესაძლოა, ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე