ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო
loader

Breaking news

ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო

  • ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო

თბილისი: ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, – ამის შესახებ განცხადებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

"მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო ა/წ 21 აპრილს. მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-სთვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს შესაძლებლობა ექნებათ დნმ-ის ანალიზის საშუალებით წინაპართა იდენტიფიცირების. 

დაკრძალვის ადგილსა და თარიღს წინასწარ გაცნობებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე