"იბეიზე“ ლადო გუდიაშვილის ნახატი 120 000 დოლარად იყიდება
loader

Breaking news

"იბეიზე“ ლადო გუდიაშვილის ნახატი 120 000 დოლარად იყიდება

  • იბეიზე ლადო გუდიაშვილის ნახატი 120 000 დოლარად იყიდება

თბილისი: ინტერნეტგაყიდვების ვებგვერდ „იბეიზე“ (ebay) ლადო გუდიაშვილის ნახატი, სახელწოდებით „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ 120 000 აშშ დოლარად იყიდება.

აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული. ასევე მითითებულია, რომ ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და მხატვარი ნამუშევარს 1900-1949 წლებში ქმნიდა.

განცხადებას ასევე ახლავს ნახატის სერტიფიკატის ფოტოები.

გამყიდველს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელით nexusparts, კიდევ რამდენიმე ნივთი აქვს გასაყიდად განთავსებული, თუმცა არც ერთი ხელოვნების ნიმუში. სხვა გასაყიდი ნივთები ძირითადად ელექტროტექნიკა და აქსესუარებია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე