loader

Breaking news

"დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება"

  • დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება

თბილისი: ირაკლი ლექვინაძემ  მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში  ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის  მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით  გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.

"დაუშვებელია მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა აღმასრულებელი უწყებების მხრიდან  სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება. მსგავი შინაარსის არაერთი მეწარმის საქმეზე მუშაობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. მიგვაჩნია,  რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ", - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი,

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასევე არის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საერთო სასამართლოების მიერ 1 სუბიექტთან მიმართებაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება არ ხდება.

"მიგვაჩნია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას", - განაცხადა ლექვინაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე