დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
loader

Breaking news

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითურად დაუკავშირდა და ნდობაში შევიდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით, დაარწმუნა იგი, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის მოხელის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას დღგ-ს ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, რაშიც მოსთხოვა 35 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბრალდებულმა, წინასწარ მოითხოვა და გამოართვა 20 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე