დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
loader

Breaking news

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისი: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული ე. ზ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 8-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ე.ზ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 15 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე