ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაო აიღო
loader

Breaking news

ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაო აიღო

  • ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაო აიღო

თბილისი: ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრების მედლების რიცხვი დღეს ცხრამდე გაიზარდა. 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცის ბრინჯაოს მედალი ირაკლი ჩხეიძემ აიღო.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე ცხრა მედალი აქვს. ატაცში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. ასევე აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო კი ირაკლის უფროს ძმას – გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ერგო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე