სუდანის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
loader

Breaking news

სუდანის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

  • სუდანის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

თბილისი: სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან გადადგა. 

ჩრდილოეთ დარფურის შტატის ეკონომიკური რესურსების მართვის მინისტრის მაჯუბ ჰუსეინის განცხადებით, "მიმდინარეობს კონლუტაციები სამხედრო საბჭოს ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც პრეზიდენტ ალ-ბაშრის გადადგომის შემდეგ ძალაუფლებას მიიღებს".

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუდანის არმია უახლოეს საათებში საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, არმიის წარმომადგენლები სამხედრო გადატრიალების შესახებ განაცხადებენ.

სუდანში პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე ერთი თვეა, მიმდინარეობს. დედაქალაქ ხარტუმში ათასობით აქტივისტია გამოსული. ისინი მოსალოდნელ ცვლილებებს წინასწარ ზეიმობენ. დემონსტრანტების დიდი ნაწილი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წინ არის შეკრებილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე