საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა
loader

Breaking news

საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

  • საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

თბილისი: საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა. ვიზიტი მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სავალუტო ფონდის დირექტორი ჩამოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი” პროგრამა მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე