7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
loader

Breaking news

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

  • 7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

თბილისი: 7 აპრილს ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ხარებას აღნიშნავს. 

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი "ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.

ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე