N100 საჯარო სკოლაში ღონისძიება - "კალათბურთი ჩვენი ცხოვრების ნაწილია" გაიმართა
loader

Breaking news

N100 საჯარო სკოლაში ღონისძიება - "კალათბურთი ჩვენი ცხოვრების ნაწილია" გაიმართა

  • N100 საჯარო სკოლაში ღონისძიება - კალათბურთი ჩვენი ცხოვრების ნაწილია გაიმართა

თბილისი: "კალათბურთი ჩვენი ცხოვრების ნაწილია" - ამ დევიზით თბილისის N100 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.  სკოლის კალათბურთის გუნდსა და სპორტით დაინტერესებულ მოსწავლეებს "სკაიპის" საშუალებით  ესპანეთის გუნდ „ბასკონიას“  ქართველი კაპიტანი, მეფედ აღიარებული თორნიკე შენგელია ჩაერთო. 

ქართველმა კალათბურთელმა ბავშვების კითხვებს უპასუხა. შენგელაიამ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სკოლის კალათბურთელთა გუნდს  რჩევა-დარიგებები მისცა.  

აღსანიშნავია, რომ  სკოლას საკმაოდ წარმატებული კალათბურთელ გოგონათა ნაკრები ჰყავს.  გასულ წელს, მათ  საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზეს და გაიმარჯვეს. უახლოეს მომავალში კი,  მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.  

‘’სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე ჩვენი ნაკრებისთვის, რადგანაც მათთვის ისეთი კალათბურთელი როგორიც თორნიკე შენგელიაა, არის მაგალითი და მოტივატორი  მომავალი წარმატებისათვის", - განაცხადა სკოლის დირექტორმა თეა კალანდაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე