არგენტინის ექსპრეზიდენტს 45-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
loader

Breaking news

არგენტინის ექსპრეზიდენტს 45-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

  • არგენტინის ექსპრეზიდენტს 45-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კიევი: ბუენოს-აირესის სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს კარლოს მენემს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სახელმწიფო უწყებაში დასაქმება სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალა.

88 წლის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სახელმწიფო ქონების გასხვისებისთვის ჰქონდა წარდგენილი. სასამართლოს განჩინებით, 1991 წელს მენემის მთავრობამ საგამოფენო ცენტრი 30 მილიონ დოლარად გაყიდა, მაშინ როდესაც, ობიექტის საბაზრო ღირებულება სულ მცირე 131 მილიონი დოლარი იყო.

სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარი იზარალა. 1991-1995 წლებში ხორვატიისა და ეკვადორისთვის შეიარაღების უკანონო გადაცემაში მონაწილეობისთვის კარლოს მენემს 2013 წელს 7- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კარლოს მენემი არგენტინის პრეზიდენტის თანამდებობას 1989-1999 წლებში იკავებდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე