სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს
loader

Breaking news

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

  • სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

თბილისი: ხადას ხეობაში​ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ვერდიქტი მათთვის განსაზღვრულ პირველ ოთხ საათში გამოიტანა.

კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებაში მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

სასჯელის ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე