loader

Breaking news

ბათუმში მამაკაცმა პოლიციის განყოფილების შენობაში თვითმკვლელობა სცადა

  • ბათუმში მამაკაცმა პოლიციის განყოფილების შენობაში თვითმკვლელობა სცადა

თბილისი: ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების შენობაში მამაკაცმა, რომელიც ბიზნესპარტნიორზე სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, პოლიციაში თავად გამოცხადდა, თვითმკვლელობა სცადა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებული პოლიციიდან საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადაიყვანეს.

დაკავებულმა სავარაუდოდ ბიზნესპარტნიორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

პოლიციის განყოფილებაში მომხდარ შემთხვევას პროკურატურა ორი მუხლით იძიებს - გამოძიება სს-ის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და გამოყენებას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე