სმითების მკვლელობის საქმეზე 12 ნაფიცი მსაჯული სათათბიროდ გავიდა
loader

Breaking news

სმითების მკვლელობის საქმეზე 12 ნაფიცი მსაჯული სათათბიროდ გავიდა

  • სმითების მკვლელობის საქმეზე 12 ნაფიცი მსაჯული სათათბიროდ გავიდა

თბილისი: სმითების მკვლელობის საქმეზე 12 ნაფიცი მსაჯული სათათბიროდ გავიდა. ვერდიქტის გამოსატანად მათ 4 საათი აქვთ.

დღევანდელ პროცესზე სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვა თქვა და საკუთარ უდანაშაულობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე