ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
loader

Breaking news

ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

  • ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

თბილისი: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

სტოლტენბერგმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში ის ასევე ეწვია ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე