"ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში"
loader

Breaking news

"ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში"

  • ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო არავინ იცის რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

თბილისი: ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე, ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. 

"დღეს განსაკუთრებული დღეა, ისტორიული, რომელიც აღემატება ისტორიულ ფაქტს – აღდგენა ავტოკეფალიისა საქართველოს ეკლესიისა. ჩვენ ქედს და მუხლს ვიყრით ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამ აღდგენისთვის. ეს იყო კირიონ პატრიარქი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და სხვა.

საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგალის დროს, მეხუთე საუკუნეში. პირველი კათოლიკოსი პეტრე ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიდან და ამ საუკუნეების განმავლობაში სულ ვიცავდით ჩვენს ავტოკეფალიას. 1500 წელი დასჭირდა, რომ ეცნო მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ჩვენი ავტოკეფალია. ეს იყო დიმიტრიოსი, რომელიც მოღვაწეობდა ბართლომეოს პირველის წინ. შევთხოვთ უფალს, რომ ავტოკეფალია სუფევდეს საქართველოში. ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა პატრიარქმა.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე