ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა
loader

Breaking news

ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა

  • ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა

თბილისი: ხაშურში 31 წლის ქალს ქმარმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობს.

დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს კატასტროფის ბრიგადა თბილისში გადაიყვანს.

პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1986 წელს დაბადებული კაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 11-3 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში და თავისუფლების 13-17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე