"მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი, მსოფლიოსთვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი"
loader

Breaking news

"მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი, მსოფლიოსთვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი"

  • მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსთვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი

თბილისი: მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა გულშემატკივარს  მადლობას უხდის.

“უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის. მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი, მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე. ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის,როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე”, — წერს ლადო აფხაზავა.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე