"სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა"
loader

Breaking news

"სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა"

  • სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა

თბილისი: სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს.

უწყების ცნობით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებდნენ.

"სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების ორიდან ხუთ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე