ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა
loader

Breaking news

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა

  • ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა

თბილისი: ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა. სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.

სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს.

25 მარტს, ორშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე