სომხეთში მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა
loader

Breaking news

სომხეთში მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

  • სომხეთში მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

თბილისი: სომხეთში, სოფელ ენოქავანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. 

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საკითხებს, რომლებიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებში ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

"ნიკოლ ფაშინიანმა და მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვეს ყველა სფეროში სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას და დარწმუნებით განაცხადეს, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას“, – აცხადებენ სომხეთის პრემიერის პრესსამსახურში.

მსგავსი არაფორმალური შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის მიმდინარე წლის 15 იანვარს ბოლნისშიც გაიმართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე