"ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის აღსასრულს"
loader

Breaking news

"ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის აღსასრულს"

  • ყოველი დღე როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის აღსასრულს

თბილისი: საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" საპატიო თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ყრილობაზე საზოგადოებას და თანაგუნდელებს მიმართა. 

"საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ეს მოჯადოებულ წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირღვეს. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ კვირაში უნდა გავაკეთოთ, ერთ კვირაში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ თვეში,  უნდა გავაკეთოთ ერთ თვეში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას სამ თვეში, უნდა გავაკეთოთ სამ თვეში.  ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო“, - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქვეყნის მართვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ.

"საქართველოში მოვა ხელისუფლებაში დიდი პატრიოტული ფართო კოალიცია. ეს იქნება ქვეყანა, რომელიც შეძლებს სულ ახალი მეთოდები დანერგოს, მათ შორის პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიები. ყველა ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თითოეული აქტივისტისგან სმარტფონის მეშვეობით. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პარტიის მართვაში და ქვეყნის მართვაში როდესაც ქვეყნის მართვა ჩამოერთმევა უწიგნურ ოლიგარქს და გადაეცემა ხალხს“, - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მე არ მიშვებენ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სხვა ლიდერები ციხეშია, დანარჩენები რეპრესიების ქვეშ. ამ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ საპატიო თავმჯდომარედ ხელახლა მირჩევთ მაგრამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და პარტიას სჭირდება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც წესიერების პატრიოტიზმის გამაერთიანებლების სიმბოლო. სამარცხვინოა ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მიხდება თქვენთვის მომართვა აშშ-დან მაგრამ აქაც არ ვზივართ უქმად და ხელებჩამოშვებული. აქაც მუდმივად ვიბრძვი და იმ მომენტში როცა გაჩნდება შესაძლებლობა შემოგიერთდეთ ბრძოლის ველზე საქართველოში, ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად საქართველოსთვის. შევხვდებით სულ მალე თბილისში“, - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.  


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე