"ბილტმორში“ "ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს
loader

Breaking news

"ბილტმორში“ "ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს

  • ბილტმორში ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს

თბილისი: სასტუმრო "ბილტმორში“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. 

ყრილობის დღის წესრიგის მიხედვით, დღეს პარტიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანს აირჩევენ. სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" 372 დელეგატი ესწრება. 

პარტიის თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობა" ახალი მეთოდით აირჩევს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდება. დელეგატები მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არის წარდგენილი. 


ეს თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა.  პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე  ნიკა მელია ასრულებდა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე