"ტერეზა მეის წინააღმდეგ სერიოზული შეთქმულება მზადდება"
loader

Breaking news

"ტერეზა მეის წინააღმდეგ სერიოზული შეთქმულება მზადდება"

  • ტერეზა მეის წინააღმდეგ სერიოზული შეთქმულება მზადდება

კიევი: უცხოური მედიის „სანდეი თაიმსი“ ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ აპირებენ, მას თანამდებობის დატოვებაში "დაეხმარონ.

როგორც გამოცემის რედაქტორი ტიმ შიპმანი წერს, თანაგუნდელები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ „შეთქმულებას“ ამზადებენ.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებენ სხვა ბრიტანული გამოცემებიც. მათ შორის „ტელეგრაფი“ და „დეილი მეილი“.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მეის გადადგომას 11 მინისტრი ითხოვს. მათივე თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურს პოსტს 10 დღეში დაატოვებინებენ, ხოლო მის ადგილს გარდამავალ პერიოდში მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელი დევიდ ლინდინგტონი დაიკავებს.

პრემიერობის სხვა კანდიდატებს შორის სახელდებიან ასევე გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი და საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე