სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
loader

Breaking news

სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

  • სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული რ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს - ზ.შ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული მ.ი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1967 წელს დაბადებულ შ. კ.-ს.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე