"ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში მერობის კანდიდატი წარადგინა
loader

Breaking news

"ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში მერობის კანდიდატი წარადგინა

  • ევროპულმა საქართველომ მარნეულში მერობის კანდიდატი წარადგინა

თბილისი: "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მარნეულში, მერის შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი წარადგინა.

ბაქრაძემ ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა გამოიყენონ. 

"წინსვლას, წარმატებას სჭირდება  ბრძოლა, ცვლილებები და სჭირდება დღევანდელი ხელისუფლების სახლში გაშვება. იმიტომ რომ, ყველა ვხედავთ დღეს, რა ხდება მარნეულშიც და მთელ დანარჩენ საქართველოშიც. ამ ყველაფერს სჭირდება ცვლილება. ცვლილებების გზა ევროპული საქართველოსთვის გადის პოლიტიკურ პროცესებზე, გადის არჩევნებზე და გადის იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ყოველგვარი არეულობის გარეშე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ახალი ხელისუფლების მოსვლა, ქვეყნის წინ წაყვანა და ხალხის პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ, თითოეული არჩევნები, უნდა გამოვიყენოთ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თითოეული არჩევნები არის შანსი, გავხადოთ ჩვენი  ცხოვრება უკეთესი და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ შუალედური არჩევნები და ამისთვის, ჩვენ გვყავს მარნეულში კანდიდატი, რომელიც რეალურად იბრძოლებს გამარჯვებისთვის და იბრძოლებს იმისთვის, რომ მარნეულში ცხოვრება იყოს უკეთესი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე