24-28 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
loader

Breaking news

24-28 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

  • 24-28 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

თბილისი: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ღამით ნალექია მოსალოდნელი ზოგან წვიმის, ზოგგან კი თოვლის სახით. დღისით უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ღამით ტემპერტურა +5, დღე კი +13 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტესად ნალექი დაფიქსირდება. მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ღამით წარის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4 დღე კი +12 გრადუსი.

თბილისში მცირე წვიმა იქნება და ჩრდილო დასავლეთის ქარი იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა ღამე +4, დღე +8 გრადუსი.

26-27 მარტს შედარებით უკეთესი ამინდი იქნება საქართველოში. აღმოსავლეთში ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთში კი გამოიდარებს. დასავლეთში ტემპერატურა +17-მდე გაიზრდება.

აღმოსავლეთში ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ტემპერატურა +16 გრადუსამდე გაიზრდება. ქარის გაძლიერებას სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 მარტიდან ელოდებიან.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე