ასტანას ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა
loader

Breaking news

ასტანას ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა

  • ასტანას ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა

თბილისი: ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საკიმ-ჟომარტ ტოკაევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

ბრძანება ძალაში ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ შევა.

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობის დატოვების შესახებ 19 მარტს განაცხადა. უფლებამოსილება კი, პარლამენტის სპიკერს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს გადასცა. 2020 წელს დაგეგმილ არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას სწორედ ის შეასრულებს.

20 მარტს ტოკაევი დედაქალაქ ასტანასთვის სახელწოდების გადარქმევისა და მისთვის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა, რასაც ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ასტანასა და რამდენიმე ქალაქში ახალი პრეზიდენტის ინიციატივის წინააღმდეგ დემონსტრაციებიც გაიმართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ყაზახეთში პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა