კიევი: სირიის დემოკრატიულმა ძალებმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ სრული გამარჯვების შესახებ განაცხადეს. სირიის დემოკრატიული ძალების პრესსპიკერის განცხადებით, სირიის ტერიტორია ტერორისტული დაჯგუფებისგან სრულად გათავისუფლდა.
ტერორისტების მიერ დაკავებული უკანასკნელი რეგიონის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო. უკანასკნელი სოფელი, რომელსაც ამ დრომდე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები აკონტროლებდნენ, სოფელი ბაღუზი იყო.
ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რეგიონში კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.