ყაზახეთში პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა
loader

Breaking news

ყაზახეთში პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა

  • ყაზახეთში პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა

კიევი: ყაზახეთში ოპოზიციონერების მიერ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ასტანასა და ალმათში მასშტაბურ დემონსტრაციაზე აქტივისტები დედაქალაქისთვის სახელ "ნურსულთანის“ დარქმევას აპროტესტებდნენ და დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდნენ.

არასანქცირებული დემონსტრაცია სამართალდამცველებმა დაშალეს და რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავეს.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 30-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. 20 მარტს ყაზახეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა. ცვლილებას ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე