საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარცხა
loader

Breaking news

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარცხა

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 226 დაამარცხა

თბილისი: ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები 22:6 დაამარცხეს.

ჰიმნის შესრულებისას მოედანზე ქართველი მორაგბეები სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული.

პირველი ტაიმი საკმაოდ თანაბარი გამოდგა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ ბოლოს შეძლეს, როდესაც რამდენიმეფაზიანი შეტევა საჯარიმო ლელოთი დასრულდა. მანამდე გუნდებმა თითო ზუსტი საჯარიმო შეასრულეს და შედეგად ტაიმი 3-10 დამთავრდა ქართველთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა დებიუტშივე შეძლეს მეორე ლელოს დადება. ეს ცუცქირიძემ მოახერხა და ანგარიში 3-15 გახდა.

57-ე წუთზე წუთზე რუსებმა ანგარიში ოდნავ შეამცირეს, როდესაც კუშნიაროვმა კვლავ ზუსტად შეასრულა საჯარიმო, თუმცა 56-ე წუთზე მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო შეასრულა, რასაც მალაღურაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 6-22 გახდა.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე