17-18 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
loader

Breaking news

17-18 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

  • 17-18 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

თბილისი: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. 

მისივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე