ორთაჭალის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
loader

Breaking news

ორთაჭალის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

  • ორთაჭალის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისი: ორთაჭალის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულები და სხვენი - ჯამში 150 კვ.მ.

ასევე, ერთერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობა და ნაწილობრივ “ჟიგულის” მარკის ავტომანქანა.

ძლიერი ქარის გამო, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე