ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
loader

Breaking news

ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

  • ირაკლი კვარაცხელია სენაკში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

თბილისი: ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 10 მარტს რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ირაკლი კვარაცხელიას პარაკლისი სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაუხადეს. 

დაკრძალვაზე ადგილობრივი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 10 მარტს სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე