დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება
loader

Breaking news

დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

  • დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

თბილისი: დიდმარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ხატმებრძოლობაზე გამარჯვება და ხატთა თაყვანისცემა აღინიშნება.

ხატმებრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. 

842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმებრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე