იტალიის პოლიცია ბერლუსკონის საქმის მთავარი მოწმის მკვლელობის საქმეს იძიებს
loader

Breaking news

იტალიის პოლიცია ბერლუსკონის საქმის მთავარი მოწმის მკვლელობის საქმეს იძიებს

  • იტალიის პოლიცია ბერლუსკონის საქმის მთავარი მოწმის მკვლელობის საქმეს იძიებს

კიევი: იტალიური მედიის ინფორმაციით, ბერლუსკონი საქმის ერთ-ერთი მოწმე სავარაუდოდ რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს. საქმე ეხება მაროკოელ მოდელ და მოცეკვავე იმან ფადალს, რომელმაც რამდენჯერმე მისცა ჩვენება იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

საუბარია სკანდალურ საქმეზე, რომლის მიხედვითაც, სილვიო ბერლუსკონიმ არასრულწლოვან გოგონას სექსუალური კავშირის დამყარების სანაცვლოდ ფული გადაუხადა.

34 წლის იმან ფადილი მილანის საავადმყოფოში 1 მარტს გარდაიცვალა. სიკვდილამდე ქალმა თავის ძმას უთხრა, რომ ის სავარაუდოდ, მოწამლეს. 

უცხოური მედიის ცნობით, გარდაცვლილ მაროკოელ ქალს სასამართლოში უნდა ეთქვა, რომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქალებს სოლიდურ თანხებს უხდიდა, რათა მათ ბერლუსკონის ვილაზე გამართულ წვეულებების შესახებ დეტალები არ გაევრცელებინათ.

2013 წელს სილვიო ბერლუსკონი არასრულწლოვანი სექს მუშაკის და მოცეკვავის მომსახურებით სარგებლობაში დამნაშავედ ცნეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2014 წელს სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. რუბის საქმეზე გაამართლა და ამის მიზეზად მტკიცებულებების სიმცირე დაასახელა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე