ბოინგმა ახალი თვითმფრინავის პრეზენტაცია გადადო
loader

Breaking news

ბოინგმა ახალი თვითმფრინავის პრეზენტაცია გადადო

  • ბოინგმა ახალი თვითმფრინავის პრეზენტაცია გადადო

კიევი: ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ კომპანია "ბოინგმა" ახალი თვითმფრინავის პრეზენტაცია გადადო. 

მომხდარის გამო ჩინეთმა და ეთიოპოამ "ბოინგ 737 მაქს 8-ის“ თვითმფრინავების ფრენა შეაჩერეს. 

"ბოინგ 737 მაქს-ი“ "ბოინგ 737-ის“ თვითმფრინავების მეოთხე თაობაა. აღნიშნული მოდელის ფრენა 2016 წლის იანვარში დაიწყო. თვითმფრინავს 175-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

აღნიშნული მარკის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეთიოპიაში გუშინ 157 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 35 ქვეყნის წარმომადგენელია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს „ბოინგ 737 მაქს 8-ის“ უკვე მეორე კატასტროფაა. გასული წლის ოქტომბერში ინდონეზიური ავიაკომპანია „ლაიონ ეარის“ კუთვნილი თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. ავიაკატასტროფას მაშინ 189 ადამიანი ემსხვერპლა. „ბოინგის“ ჩამოვარდნის მიზეზად გამოძიებამ მოგვიანებით ტექნიკური პრობლემები დაასახელა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე