ავიაკასტროფას გაერო-ს 19 თანამშრომელი, სიცილიელი მინისტრი, სლოვაკი დეპუტატის მეუღლე და ორი შვილი ემსხვერპლა
loader

Breaking news

ავიაკასტროფას გაერო-ს 19 თანამშრომელი, სიცილიელი მინისტრი, სლოვაკი დეპუტატის მეუღლე და ორი შვილი ემსხვერპლა

  • ავიაკასტროფას გაერო-ს 19 თანამშრომელი სიცილიელი მინისტრი სლოვაკი დეპუტატის მეუღლე და ორი შვილი ემსხვერპლა

თბილისი: ეთიოპიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის გაერო-ს 19 თანამშრომელი, სიცილიელი მინისტრი და სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე დევნილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 

ავიაკატასტროფას ემსხვერპლა სიცილიის ადგილობრივი მთავრობის კულტურული მემკვიდრეობის და სიცილიური იდენტობის მინისტრი სებასტიანო ტუზა. მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგი და პალეონტოლოგიის პროფესორი, იუნესკოს პროექტის ფარგლებში კენიაში მიემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა სლოვაკეთის პარლამენტის დეპუტატის ანტონ გრნკოს მეუღლე და ორი შვილი.

ავიადისპეჩერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პილოტმა პრობლემის წარმოქმნის შესახებ განაცხადა და აეროპორტში დაბრუნება მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ავიაკატასტროფის გამო ეთიოპიამ 11 მარტს გლოვა გამოაცხადა.

10 მარტს, "ეთიოპიან ეარლაინსის“ კუთვნილი "ბოინგ 737“ ეთიოპიის ქალაქ დებრე-ზეიტთან ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის არიან კენიის 32, კანადის - 18, ეთიოპიის - 9, იტალიის - 8, ჩინეთის - 8, აშშ-ის - 8, დიდი ბრიტანეთის - 7, საფრანგეთის - 7, ეგვიპტის - 6, ნიდერლანდების - 5, ინდოეთის - 4, სლოვაკეთის - 4, ავსტრიის - 3, რუსეთის - 3, მაროკოს - 2, ესპანეთის - 2, პოლონეთის - 2 და ისრაელის ორი მოქალაქე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე