თბილისი: ეთიოპიაში ბოინგ 737-ის ჩამოვარდნის დეტალები გახდა ცნობილი. კომპანია Ethiopian Airlines-ის ხელმძღვანელის თქმით, ბოინგს აფრენიდან მალევე პრობლემები შეექმნა და უკან დაბრუნების ნებართვა ითხოვა.
"აუდიოჩანაწერში ისმის პილოტის ხმა, რომ მას შეექმნა პრობლემა და სურს დაბრუნება, რაზეც ნებართვას იღებს", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს დილით განიცადა, ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არიან კენიის 32, კანადის - 18, ეთიოპიის - 9, იტალიის - 8, ჩინეთის - 8, აშშ-ის - 8, დიდი ბრიტანეთის - 7, საფრანგეთის - 7, ეგვიპტის - 6, ნიდერლანდების - 5, ინდოეთის - 4, სლოვაკეთის - 4, ავსტრიის - 3, რუსეთის - 3, მაროკოს - 2, ესპანეთის - 2, პოლონეთის - 2 და ისრაელის ორი მოქალაქე.