ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტის გასაშვებად ემზადებოდეს
loader

Breaking news

ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტის გასაშვებად ემზადებოდეს

  • ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ბალისტიკური რაკეტის გასაშვებად ემზადებოდეს

კიევი: ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტის გასაშვებად ემზადება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სატელიტის მიერ ფხენიანთან ახლოს გადაღებული სურათებიდან ჩანს, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტის ან სატელიტის გასაშვებად ემზადებოდეს. 

ადგილზე გაზრდილი აქტივობის შესახებ ინფორმაციამ ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ჩრდილოეთ კორეაში რაკეტების გასაშვები ადგილის განახლება დაიწყო.

ბაზა გასულ წელს, აშშ-ჩრდილოეთ კორეას შორის დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ დაიცალა. 

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა  კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე