ეროვნული კინოცენტრი ფილმ "შინდისის“ პირველ თრეილერს ავრცელებს
loader

Breaking news

ეროვნული კინოცენტრი ფილმ "შინდისის“ პირველ თრეილერს ავრცელებს

  • ეროვნული კინოცენტრი ფილმ შინდისის პირველ თრეილერს ავრცელებს

თბილისი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მხატვრული ფილმის "შინდისის“ პირველ თრეილერს ავრცელებს.

ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმის იდეა „შინდისის“ პროდიუსერს, ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.

მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ.

ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.

"შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმია.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე