ჰიდროელექტროსადგურზე დივერსიის გამო ვენესუელას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა
loader

Breaking news

ჰიდროელექტროსადგურზე დივერსიის გამო ვენესუელას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

  • ჰიდროელექტროსადგურზე დივერსიის გამო ვენესუელას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

კიევი: ვენესუელაში, ელ-გურის ჰიდროელექტროსადგურზე დივერსიის შედეგად, ქვეყნის 23-დან 21 შტატს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ელექტროენერგია არ მიეწოდება დედაქალაქ კარაკასსაც. ბოლივარის შტატში მდებარე ჰიდროელექტროსადგური მსოფლიოში სიმძლავრით მეოთხეა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის მცხოვრებლებს.

ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის სრულად აღდგენა დღის ბოლომდე უნდა მოხდეს. ავარიული მდგომარეობის გამო, ფუნქციონირება შეწყვიტა დედაქალაქის მეტროპოლიტენმა.

ნიკოლას მადურომ მომხდარი აგრესიულ აქტად შეაფასა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე