"იმედი გვაქვს, ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს"
loader

Breaking news

"იმედი გვაქვს, ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს"

  • იმედი გვაქვს ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

კიევი: ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერს, პარტია "ერთიანი აფხაზეთის" თავმჯდომარეს სერგეი შამბას იმედი აქვს, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ შამბამ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულობით ბელარუსი ტურისტები გვესტუმრებიან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო თქვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე