"დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება"
loader

Breaking news

"დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება"

  • დარწმუნებული ვარ ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

"ზაგულბას" საპრეზიდენტო სასახლეში, პირისპირ დაგაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე, მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივ ურთიერთობების მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია რეგიონში, საქართველოს მეგობარ ქვეყანაში,  რომელთანაც გვაკავშირებს თანამშრომლობა და პარტნიორობა.

"ჩვენი ქვეყნების მეგობრობას დიდი ისტორია აქვს, ძალიან ბევრი ტრადიცია გვაკავშირებს და ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად. 100 წლის წინ, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება.

ჩვენ ერთდ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა  და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით გავაძლიერეთ და განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფოები,  ეკონომიკა განვავითაროთ, და ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ და ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება.

ჩვენ არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც ბევრი გვაქვს სასაუბრო. ვიმყოფებით რეგიონში, რომელსაც დიდი პერსპექტივები გააჩნია, ჩვენ ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებული ფორმატით მიმდინარე შეხვედრაზე.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ამ ვიზიტს.

"ჩვენ პირისპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები განვიხილეთ, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ჩვენ ერთად მრავალი საკითხი მოვაგვარეთ. აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და მოძმე ქვეყნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კეთლმეზობლურ ატმოსფეროში მუშაობდნენ. დღეს ვითარდება ჩვენი ურთიერთობები, ერთობლივად ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისათვის", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე