"ოსკარი 2019"-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
loader

Breaking news

"ოსკარი 2019"-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

  • ოსკარი 2019-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

კიევი: ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდა. კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვანა ცერემონია, ჰომოფობიაში ამხილეს. ამის გამო კომიკოსმა კანდიდატურა თავად მოხსნა.

საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოდნენ:  Black Panther,  BlacKkKlansman, Bohemian Rhapsody, The Favourite, Green Book, Roma, A Star is Born, Vice. გამარჯვებულია Green Book, ხოლო საუკეთესო უცხოენოვან ფილმად Roma დასახელდა.

ნომინაცია საუკეთესო რეჟისორი: ალფონსო კუარონი (Roma), ადამ მაკკეი (Vice), სპაიკ ლი (BlacKkKlansman), პაველ პავლიკოვსკი (Cold War), და იორგოს ლანტიმოსი (The Favourite). ოსკარი მიღო ალფონსო კუარონიმ.

საუკეთესო მსახიობი კაცი: ვიგო მორტენსენი, ბრედლი კუპერი, იტან ჰოუკი, უილიამ დეფო, კრისტიან ბეილი და რამი მალეკი. ოსკარი მიიღო რემი მალეკმა.

საუკეთესო მსახიობი ქალი: გლენ კლოუზი, ოლივია კოულმანი, მელისა მაკარტი, იალიცა აპარისიო და ლედი გაგა. ოსკარი გადაეცა ოლივია კოულმანს.

საუკეთესო სიმღერად ფილმისთვის დასახელდა ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის დუეტი Shallow ფილმიდან "ვარსკვლავის დაბადება." "პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი შენ გარდა, რომელსაც შეეძლო ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა რომ გვენდე, ძალიან დიდი მადლობა", - მიმართა სცენიდან გაგამ ბრედლი კუპერს.

საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო. ფილმი რასიზმისა და სეგრეგაციის თემას ეძღვნება. კინოსურათი ვირტუოზი პიანისტის, დონ შირლისა და მისი მცველისა და მძღოლის საინტერესო ამბავს გვიამბობს.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარის“ მფლობელი გახდა „შავი კუკლუსკლანელი“.

საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ ფილმმა „პირველი ადამიანი“ მიიღო. ფილმში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის როლს ასრულებს. ფილმის შემქმნელი „ლა ლა ლენდის“ რეჟისორი დემიენ შაზელია.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში „ოსკარი“ „სპაიდერმენმა“ მიიღო.

რაც შეეხება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ანიმაციას, გამარჯვებულ „ბაო“ გახდა.

დასახელდა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციის გამარჯვებულიც. გამარჯვება ფილმმა „წინადადების დასასრული“ მოიპოვა.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში „ოსკარი“ გადაეცა რეჯინა კინგს ფილმისთვის „თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება“ (If Beale Street Could Talk). მსახიობისათვის ეს „ოსკარის“ პირველი ნომინაცია იყო. ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის ის წელს „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული გახდა.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში „ოსკარი“ მაჰერშალა ალიმ მიიღო. მსახიობს „ოსკარი“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულმა შარლიზ ტერონმა და ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, დენიელ კრეიგმა გადასცეს. მაჰერშალა ალიმ „ოსკარი“ მწვანე წიგნში შესრულებული როლისთვის მიიღო.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა: „თავისუფალი სოლო“.

ნომინაციაში საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა „ოსკარი“ გადაეცა ფილმს „ვიცე“.  კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის „ოსკარი“ რუთ კარტერმა მიიღო ფილმისთვის „შავი პანტერა“.  აღსანიშნავია, რომ „ოსკარის“ ახალი ისტორია შექმნა „შავმა პანტერამ“. ის სუპერგმირზე გადაღებული პირველი სურათია, რომელიც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარადგინეს. შავი პანტერა მარველის კომიქსების პერსონაჟია, რომელიც სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს. მარველის „შავი პანტერა“ შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარს გადააჭარბეს.

ხმის საუკეთესო მონტაჟის ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელი „ბოჰემური რაფსოდია“ გახდა. ფილმმა „ოსკარი“ მიიღო ხმის საუკეთესო მიქსინგისთვისაც.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე