პარლამენტმა ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო
loader

Breaking news

პარლამენტმა ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო

  • პარლამენტმა ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო

თბილისი: უმრავლესობის დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ დღეს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა.

ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო.

კანონპროექტი გულისხმობს თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე, სადაც დაბალშემოსავლიანები მიიღებენ პროპორციულად მაღალ საპენსიო სარგებელს.

ასევე, ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ხუთი წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე.

ბექა ნაცვლიშვილმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე