მამუკა ბახტაძე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
loader

Breaking news

მამუკა ბახტაძე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

  • მამუკა ბახტაძე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 55-ე ფარგლებში ხვალ მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.

მამუკა ბახტაძესთან ერთად, დისკუსიაში რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩაერთვება.

"საუბარი იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, რათა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ხვალვე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მოწვეული მაღალი დონის სტუმრები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე