უკრაინასა და საქართველოს შორის ID ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი
loader

Breaking news

უკრაინასა და საქართველოს შორის ID ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი

  • უკრაინასა და საქართველოს შორის ID ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი

კიევი: უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში ID ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ. 

"2019 წლის პირველ მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება ID ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში ID ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე